გურამ მაჭარაშვილი - რადიკალურ ოპოზიციას ცუდად აქვს საქმე, რადგან მათ ევროპაშიც აღარ ენდობიან, ევროპაში დაინახეს, ვინ მუშაობს და ვინ ზარმაცობს
გურამ მაჭარაშვილი - რადიკალურ ოპოზიციას ცუდად აქვს საქმე, რადგან მათ ევროპაშიც აღარ ენდობიან, ევროპაში დაინახეს, ვინ მუშაობს და ვინ ზარმაცობს

ევროკავშირის ელჩი მადლობებს იხდის, რადგან ევროკავშირსა და საქართველოს შორის რეალური პერსპექტივა ჩანს. კარგად იციან, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც ჩვენი და ევროკავშირის ინტერესებიდან გამომდინარეა, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, რადიკალურ ოპოზიციას ცუდად აქვს საქმე, რადგან მათ ევროპაშიც აღარ ენდობიან.

„ეს მათმა ოპოზიციონერმა კოლეგებმა დაადასტურეს. ევროპაში დაინახეს, ვინ მუშაობს, ვინ ზარმაცობს და ვინ იღვწის, რათა ხალხმა იცხოვროს, და ვინ მუშაობს იმისთვის, რომ ხალხის ხარჯზე თავად იცხოვრონ. ევროკავშირის ელჩი მადლობებს იხდის, რადგან ევროკავშირსა და საქართველოს შორის რეალური პერსპექტივა ჩანს. ჩვენ კარგი გამოცდილება გვაქვს როგორც 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით, ასევე ნებისმიერ დათქმასთან მიმართებით. მათ კარგად იციან, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც არის ჩვენი და ევროკავშირის ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენს ინტერესებს რაც ეწინააღმდეგება, ევროკავშირი უკვე ამასაც იგებს და სწორედ ეს არ მოსწონს ოპოზიციას, რომელსაც არაფერს მოვუწოდებ, რადგან ზარმაცები არიან. წინასაარჩევნოდ თუ არ იმუშავებენ, კარგია – ხალხი მათ არ აირჩევს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.