გურამ მაჭარაშვილი - რაც დრო გავა, საზოგადოება უფრო დარწმუნდება, რომ გამჭვირვალობას ის ხალხი ებრძვის, რომელსაც არატრადიციული ცხოვრების დანერგვა სურს
რაც დრო გავა, საზოგადოება კიდევ უფრო დარწმუნდება, რომ გამჭვირვალობას სწორედ ის ხალხი ებრძვის, ვისაც საქართველოში ლგბტ პროპაგანდის წარმოება და არატრადიციული ცხოვრების დანერგვა სურს, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, მათი მიზანია, საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტები არ არსებობდნენ, მოსამართლეები უცხოეთიდან ინიშნებოდნენ და არა საკუთარი ქვეყნიდან.
„სწორედ ეს ხალხია, ორგანიზატორებად და ვითომ ევროპული ღირებულებების დამცველებად რომ გვევლინებიან. რეალურად, მათ ქვეყანაში ანტიევროპული ღირებულებების დაცვა სურთ. თავად კი რუსეთიდანაც ფინანსდებიან, ევროებითაც და არც რუბლებზე ამბობენ უარს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.