გურამ მაჭარაშვილი - რაც დრო ახლოვდება, უფრო იზრდება კანდიდატის სტატუსის მიღების შანსები, რადიკალურ ოპოზიციაშიც აღიარებენ, რომ ქვეყნის მიერ სტატუსის მიღების მოლოდინი აქვთ
მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, რაც დრო ახლოვდება, უფრო იზრდება შანსები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებს.
„რადიკალურ ოპოზიციაშიც, ვისაც საქართველოსთვის სტატუსის მინიჭება არ უხარია, ისინიც აღიარებენ, რომ აქვთ მოლოდინი, ქვეყანა სტატუსს მიიღებს“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.
ამასთან, გურამ მაჭარაშვილის თქმით, ევროპარლამენტართა მხარდამჭერი რეზოლუცია სასიხარულოა, „რადგან, სამწუხაროდ, ბოლი ერთი წლის განმავლობაში, ზოგიერთი ევროპარლამენტარის მხრიდან საქართველოსთან დაკავშირებით არასწორი და არასამართლიანი განცხადებები კეთდებოდა“.
„იმედი გვქონდა, რომ ევროპაში რაციონალურად მოაზროვნე ადამიანები მოიძებნა და მათ დაინახეს, რომ ქართული ხელისუფლება ქართულ საზოგადოებასთან ერთად, ყველაფერს აკეთებდა და აკეთებს, რათა საქართველო ფორმალურად გახდეს ევროპის ღირსეული წევრი, თორემ ჩვენი ადათ-წესებით თავსებადი ვართ ევროპულ ტრადიციებთან“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.