გურამ მაჭარაშვილი - ქვეყანა გამჭვირვალობის კანონის მიღებით სუვერენიტეტს განამტკიცებს, „ენჯეოები“ კანონს თუ არ დაექვემდებარებიან, ეს იქნება ლუსტრირება, რომ „შავი ფული“ ენჯეოსექტორში იყო, არის და იქნება
საქართველო გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებით სუვერენიტეტს განამტკიცებს, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, „ენჯეოები“ თუ არ დარეგისტრირდებიან, მათ ჯარიმის გადახდა მოუწევთ.
„საქართველო გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებით სუვერენიტეტს განამტკიცებს. შუა დერეფნის პროექტი პრაქტიკულად ამუშავებულია და ანაკლიის პორტის მშენებლობა დაიწყება, დასრულდება. ამას უდიდესი ჩინური კომპანია აკეთებს. წარმოიდგინეთ, ეს საქართველოს ეკონომიკისთვის რას ნიშნავს. მაშინ, როცა ევროკავშირი და ამერიკა მთლიან არიან გადართული, რომ ჩინეთის ეკონომიკა აითვისონ და ნომერ პირველი ექსპორტიორია ევროკავშირში, ეს პროექტი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია. საქართველო შედგა როგორც სუვერენული სახელმწიფო. „ენჯეოები“ თუ არ დარეგისტრირდებიან, მათ ჯარიმის გადახდა მოუწევთ. კანონს თუ არ დაექვემდებარებიან, ეს იმის ლუსტრირება იქნება, რომ „შავი ფული“ ენჯეოსექტორში იყო, არის და იქნება“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.