გურამ მაჭარაშვილი - პრიგოჟინის პარტია ხალხს ეუბნება, რომ არათუ არ შეცვლილან, უარესს იზამენ, იგივე სახეები ეყოლებათ, ვაშაძე, სააკაშვილი, მერაბიშვილი, კეზერაშვილი
გურამ მაჭარაშვილი - პრიგოჟინის პარტია ხალხს ეუბნება, რომ არათუ არ შეცვლილან, უარესს იზამენ, იგივე სახეები ეყოლებათ, ვაშაძე, სააკაშვილი, მერაბიშვილი, კეზერაშვილი

პრიგოჟინის პარტია ხალხს ეუბნება, რომ არათუ არ შეცვლილან, უარესს იზამენ, არა მხოლოდ იმით, რომ ამ ქვეყანაში ომი უნდათ, არამედ იგივე სახეები ეყოლებათ – ვაშაძე, სააკაშვილი, მერაბიშვილი, კეზერაშვილი, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

როგორც გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, კანონზომიერია ის, რაც რადიკალურ ოპოზიციასა და პრიგოჟინის პარტიაში ხდება.

„წარმომიდგენია, რომ პრიგოჟინის პარტია გიორგი ვაშაძის კანდიდატურას დააყენებს, შინაგან საქმეთა მინისტრად – მერაბიშვილს, თავდაცვის მინისტრად – კეზერაშვილს, ალბათ პრეზიდენტის გაფართოებული უფლებებით ბელად სააკაშვილს რაღაცას მოუხერხებენ. აქეთკენ მიდიან, სწორად მიდიან. კანონზომიერია ის, რაც რადიკალურ ოპოზიციასა და პრიგოჟინის პარტიაში ხდება. ვვარაუდობ, რომ საზოგადოებას საშუალება ექნება, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ნორმალური და ჯანსაღი პარტია აარჩიოს, მაგრამ, პრაქტიკულად, ამ შემთხვევაში პრიგოჟინის პარტია ხალხს ეხმარება და ეუბნება, რომ არათუ არ შეცვლილან, უარესს იზამენ – არა მხოლოდ იმით, რომ ამ ქვეყანაში ომი უნდათ, არამედ იგივე სახეები ეყოლებათ – ვაშაძე, სააკაშვილი, მერაბიშვილი, კეზერაშვილი“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.