გურამ მაჭარაშვილი - პრეზიდენტმა უნდა გაუგოს საზოგადოებას და საქართველოს კონსტიტუციას, სალომე ზურაბიშვილმა ორივე კარი დახურა, არც კონსტიტუცია აინტერესებს და არც ქართველი ხალხი
გურამ მაჭარაშვილი - პრეზიდენტმა უნდა გაუგოს საზოგადოებას და საქართველოს კონსტიტუციას, სალომე ზურაბიშვილმა ორივე კარი დახურა, არც კონსტიტუცია აინტერესებს და არც ქართველი ხალხი

სალომე ზურაბიშვილი დაბნეულია და ვეღარ იგებს, კარი ვის გაუღოს და ვის დაუხუროს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„ზოგადად, პრეზიდენტმა უნდა გაუგოს ქართულ საზოგადოებას და საქართველოს კონსტიტუციას, თუმცა მან ორივე კარი დახურა – არც კონსტიტუცია აინტერესებს და არც ქართველი ხალხი. შესაბამისად, ვინც უნდა მიიღოს და ვინც უნდა გაუშვას. მის და ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სიტყვებს არავინ ყურადღებას არ აქცევს. მარგველაშვილმა ფენომენალური რამე თქვა: სალომე ზურაბიშვილთან იმ შემთხვევაში მივალ, თუ მიხეილ სააკაშვილს ერთი დღით შეიწყალებსო. რადიკალურ ოპოზიციას ასეთი ხალხი ჰყავს მხარდამჭერი. თურმე შეიძლება, რომ ზურაბიშვილმა სააკაშვილი ერთი დღით შეიწყალოს და შემდეგ უთხრას, ახლა ციხეში წადიო. ეს მდგომარეობაა ოპოზიციაში, სადაც სალომე ზურაბიშვილი მიბრძანდა“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.