გურამ მაჭარაშვილი - პრეზიდენტი თავის საწინააღმდეგოდ საკონსტიტუციო სასამართლოში ბევრ მტკიცებულებას დააგროვებს
გურამ მაჭარაშვილი - პრეზიდენტი თავის საწინააღმდეგოდ საკონსტიტუციო სასამართლოში ბევრ მტკიცებულებას დააგროვებს

პრეზიდენტი თავის საწინააღმდეგოდ საკონსტიტუციო სასამართლოში ბევრ მტკიცებულებას დააგროვებს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„პრეზიდენტმა საჯაროდ თქვა, რომ კონსტიტუციას არღვევს და დაარღვევს. შვეიცარიაში მთავრობის ნებართვის გარეშე წასვლით კონსტიტუცია დაარღვია. საკონსტიტუციო სასამართლოში დადასტურდება მისი მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა. თუმცა აქ ყველაზე მნიშვნელოვანია, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინოს, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციას არღვევს და არა – შემდგომი პოლიტიკური ნაბიჯი, რასაც საქართველოს პარლამენტი გადადგამს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.