გურამ მაჭარაშვილი - პარლამენტის წევრი თუ ფიქრობს, რომ რაიმე სახის კანონდარღვევას აქვს ადგილი, განცხადება დაწეროს, მინისტრი დაიბაროს და ფაქტები წარმოადგინოს
პარლამენტის წევრი თუ ფიქრობს, რომ რაიმე სახის კანონდარღვევას აქვს ადგილი, პირველ რიგში, ბრიფინგი კი არ უნდა ჩაატაროს, არამედ განცხადება დაწეროს, მინისტრი დაიბარონ და ფაქტები წარმოადგინონ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა თამარ კორძაიას განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.
მაჭარაშვილის თქმით, თემისთვის პოლიტიკური სარჩულის მიცემა მიუღებელია.
„ის, რომ რაღაც თავიანთი მოსაზრებების გამო ბრიფინგი ჩაატარონ და თემას პოლიტიკური სარჩული მისცენ, ეს მიუღებელია და ამას საზოგადოების მხრიდან რეაქცია არ ექნება. დეპუტატებს რეგლამენტით ბერკეტები აქვთ და ამით უნდა დაკავდნენ საპარლამენტო ზედამხედველობის შესრულებისას“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.