გურამ მაჭარაშვილი - ორმხრივი ურთიერთობა არ არის, როცა მოდიხარ მათრახით და ჩემგან კანფეტები გინდა, რაც უფრო გააძლიერებენ სანქციებს, უფრო გაიზრდება ჩვენი რეიტინგი
გურამ მაჭარაშვილი - ორმხრივი ურთიერთობა არ არის, როცა მოდიხარ მათრახით და ჩემგან კანფეტები გინდა, რაც უფრო გააძლიერებენ სანქციებს, უფრო გაიზრდება ჩვენი რეიტინგი

ორმხრივ ურთიერთობებზე როცა არის საუბარი, მოდიხარ მათრახით და ჩემგან კანფეტები გინდა, ეს ორმხრივი ურთიერთობა არ არის, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, რაც უფრო გააძლიერებენ წნეხს და სანქციებს, მით უფრო გაიზრდება „ქართული ოცნების“ რეიტინგი.

„უცხოურმა ძალამ ქართული გენეტიკა ვერ შეისწავლა, ჩვენი წინაპრები სიცოცხლეს სწირავდნენ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა შეენარჩუნებინათ. ესენი გვემუქრებიან, რომ სადღაც, ამერიკაში, ბულვარზე ვერ გავისეირნებთ. უკაცრავად, მაგრამ საუბარია ქვეყნის სუვერენიტეტზე, სამშობლოს გადარჩენაზე, მათ შორის ფიზიკურად და სულიერად. ახლა რომელ სანქციებზეა საუბარი? ორმხრივ ურთიერთობებზე როცა არის საუბარი, მოდიხარ მათრახით და ჩემგან კანფეტები გინდა, ეს ორმხრივი ურთიერთობა არ არის. რაც უფრო გააძლიერებენ წნეხს და სანქციებს, მით უფრო გაიზრდება ჩვენი რეიტინგი“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები და სავიზო შეზღუდვები დააწესეს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ საქართველოს 60-ზე მეტ მოქალაქესა და მათი ოჯახების წევრებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა. ხოლო სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები გამოაცხადა ზვიად ხარაზიშვილის, მილერი ლაგაზაურის, კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძის მიმართ.