გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციური პარტიების განცხადება ადასტურებს, რომ კანონის შინაარსს მათთვის აზრი არ აქვს, მათი მიზანია, როგორმე არეულობა მოაწყონ და უკანონოდ მოიპოვონ ხელისუფლება
გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციური პარტიების განცხადება ადასტურებს, რომ კანონის შინაარსს მათთვის აზრი არ აქვს, მათი მიზანია, როგორმე არეულობა მოაწყონ და უკანონოდ მოიპოვონ ხელისუფლება

ოპოზიციური პარტიების განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რასაც ვამბობდით, რომ შინაარსს აზრი არ აქვს ოპოზიციისთვის, რაც უნდა ჩაწერო კანონში, მათი მიზანია, როგორმე რადიკალიზმი გააღვივონ ქვეყანაში, მათი პატრონების მეშვეობით, „შავი ფულის“ ჩართულობით როგორმე არეულობა მოაწყონ და უკანონოდ მოიპოვონ ხელისუფლება, რაც საბოლოოდ მიდის მეორე ფრონტამდე, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, ოპოზიცია თავისი ქვეყნისთვის კარგს არაფერს მხარს არ უჭერს.

„მომხსენებელი როცა ეუბნებოდა, რა ცვლილებები გინდათ, მივიღოთ, ვიმსჯელოთ და შემდეგ მხარი დაუჭიროთ ამ კანონს, ახლა გამოჩნდა, რომ შინაარსს მნიშვნელობა არ აქვს. ხომ ამბობდნენ, რომ სხვა კანონი მოქმედებს ამერიკაში, საფრანგეთში, ევროპარლამენტში სხვა კანონია. ის მაინც ეთქვათ, რომ ევროპაში, ამერიკაში, საფრანგეთში, ისრაელში რომ კანონია, ის გადმოვიტანოთ და მხარს დავუჭერთო, ხომ შეეძლოთ, ეს ეთქვათ. მაგრამ უკვე გამოჩნდა მათი ტყუილების კუდი და საზოგადოება მიხვდა, რომ ისინი არ უჭერენ მხარს არაფერს კარგს მათი ქვეყნისთვის, მათ შორის, არც გამჭვირვალობას. პატრონი ეუბნება, რომ „შავ ფულს“ დაგახარჯავთ, არიეთ მანდაურობა – რაც არ გამოუვათ, მაგრამ მცდელობები ექნებათ – უკანონოდ ხელისუფლებაში მოვიყვანოთ ის ძალები, რომლებიც, როგორც უკრაინის ხელისუფლებას ათქმევინეს, დაიწყებენ ომს საქართველოში. ეს არის მათი განცხადება“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

რამდენიმე ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ დღეს ერთობლივი განცხადება გაავრცელა.