გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციის შედეგი უკვე ცნობილია, ისინი პირწმინდად დამარცხებული არიან, აქეთ-იქით დადიან, რათა 30-40 მანდატი როგორმე ერთმანეთში გაინაწილონ
ოპოზიციის შედეგი უკვე ცნობილია, ისინი პირწმინდად დამარცხებული არიან, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები 30-40 მანდატის ერთმანეთში განაწილებას ცდილობენ.
„ოპოზიციას ექნება ერთი შედეგი, რაც ცნობილია ყველასთვის, მათ შორის, უცხოური ძალისთვის, ოპოზიციისთვისაც, რომ ისინი პირწმინდად დამარცხდებიან. უბრალოდ საუბარი იმაზეა, რომ 30-40 მანდატი გაინაწილონ. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, მათ დედა პარტიას გამოეყო ბევრი. ზოგმა ძველით ახალი დაარქვა, ზოგმა ახლით ძველი დაირქვა, ზოგმა იმდენიც კი ვერ გაბედა, რომ გასულიყო პოლიტიკიდან, როდესაც საერთაშორისო საარბიტრაჟომ პირდაპირ თაღლითობაში დასდო ბრალი და ა.შ. ამიტომ ოპოზიციის შედეგი უკვე ცნობილია, ისინი პირწმინდად დამარცხებული არიან. უბრალოდ ახლა დადიან აქეთ-იქით, რათა დაახლოებით 40 მანდატი როგორმე ერთმანეთში გაინაწილონ“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.