გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციის კანონპროექტი თავშივე ეწინააღმდეგება შარლ მიშელის დოკუმენტის პრინციპებს
ამნისტია უნდა შეეხოს ყველა იმ სამართალდამრღვევს, ვინც მონაწილეობდა 20 ივნისის საქმეში, კონვენციური დანაშაულის გარდა, ეს უნდა გაითავისონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან სამუშიამ კომიტეტის სხდომაზე დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის კანონპროექტი თავშივე ეწინააღმდეგება იმ პრინციპს, რომელიც წერია შარლ მიშელის დოკუმენტში და, რომელსაც ხელი მოაწერეს.
„როცა ხელს აწერ ასეთი მაღალი დონის დოკუმენტს, სულ მცირე, უნდა წაიკითხო, რა წერია. ანა ნაცვლიშვილმა განხილვის შეჩერება მოითხოვა, თუ საერთაშორისო პარტნიორებთან აქვს კითხვები, რატომ წერია, რომ ყველა სამართალდამრღვევს უნდა შეეხოს, დაუსვას ეს კითხვები. ვინც ვერ გაიგო, დოკუმენტში რა წერია, მათ გასაგონად გუშინ კიდევ ერთხელ აუხსნეს და დაუღეჭეს, რომ ამნისტიის აქტი არის არა მხოლოდ დაზარალებულებისთვის, არამედ ეხება ყველას“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ხმაური იყო. ოპოზიციის წარმომადგენელ ლევან სამუშიასა და უმრავლესობის წევრ ალუდა ღუდუშაურს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირების მიზეზი გახდა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტზე მსჯელობა.
ლევან სამუშიამ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ამ კანონპროექტის მიღებით ცდილობს საკუთარი თავის ამნისტიას. მის ამ განცხადებას ალუდა ღუდუშაურმა უწოდა ოროსანის გამოსვლა. რასაც უკვე მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
ამ ინციდენტის გამო კომიტეტის სხდომაზე ხუთწუთიანი შესვენება გამოცხადდა.
კომიტეტის სხდომა უკვე განახლდა.