გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციის ერთობა არსად გამქრალა, რადგან ეს არც ყოფილა
ოპოზიციის ერთობა არსად გამქრალა, იმ ელემენტარული მიზეზის გამო, რომ ეს არც ყოფილა. სამწუხაროდ, არასოდეს არ ყოფილა არანაირი ერთობა რომელიმე საკითხთან დაკავშირებით და საგნობრივი მიდგომა, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სასურველია, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში სწორი და ჯანსაღი პოლიტიკური ოპოზიცია არსებობდეს.
„პარლამენტში რომ არ შემოდიოდნენ, ერთობა არ იყო, ჩვენ ამას ვამბობდით, ეს იყო განპირობებული მხოლოდ და მხოლოდ იმით, რომ სუბიექტური ინტერესი ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“ და დანარჩენ პოლიტიკურ პარტიებს პირდაპირ აბულინგებდა. ამას ჩვენ ვამბობდით და ეს დადასტურდა დღეს. ამიტომ, არც დღეს არ შეიძლება რაიმე ერთობაზე საუბარი. ჩვენ დავინახეთ, რომ სამმა ადამიანმა შექმნა რაღაც კოალიცია და ამბობენ, რომ სამი პარტია არის.
„ნაციონალური მოძრაობა“ თავის კანდიდატს ასახელებს, იქ რაღაც ახალი პოლიტიკური ორგანიზაცია ელენე ხოშტარიას სახით სხვა მიმართულებით ასახელებს და ასე შემდეგ. ამას ვამბობ, არანაირი ერთობა არ ყოფილა და ვერც იქნება. ჩვენ გვინდა არსებობდეს სწორი და ჯანსაღი პოლიტიკური ოპოზიცია. როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გამოდიხარ და ამბობ, რომ „ქართული ოცნება“ უნდა ჩავანაცვლოთ ჩვენ, პირდაპირ ეუბნები ამომრჩეველს, რომ ან მიეცით ხმა „ქართულ ოცნებას“, ან არავის არ მისცე ხმა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.