გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციის დღის წესრიგზე ვერ ავეწყობით, ისინი მიმართული არიან დესტრუქციისა და არასტაბილურობისკენ
ოპოზიციის დღის წესრიგზე ვერ ავეწყობით, რადგან მათი დღის წესრიგი დესტრუქციისა და არასტაბილურობისკენ არის მიმართული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, დღევანდელი უმრავლესობის სხდომაზე პოლიტიკურ საკითხებს განიხილავენ.
„ჩვენთან არის შიდა დემოკრატია და ყველა წევრს აქვს უფლება სხვადასხვა საკითხი დასვას. შეხვედრა ეხება საორგანიზაციო საკითხებს. აქციები ყოველდღე აქვთ და ჩვენი შეხვედრები ყოველთვის დაემთხვევა, რადგან მუდამ შეხვედრები აქვთ. ოპოზიციის დღის წესრიგზე ვერ ავეწყობით. მათი დღის წესრიგი ქვეყნის განვითარებაზე არ არის მიმართული. ისინი მიმართული არიან დესტრუქციისკენ და არასტაბილურობისკენ. კონგრესმენების კრიტიკა უხარიათ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.