გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციაში მსჯელობენ, ვინ დაბრუნდება პოლიტიკურად ყოფილებთან და ვინ დაუპირისპირდება დანარჩენ ყოფილებს, მათ პოლიტიკურ თამაშს ქართველი ხალხი არ აჰყვება
ოპოზიციაში 0,1 პროცენტი თუ მოიძებნება ისეთი, რომელიც არ იყო ერთმანეთთან დაქორწინებული და შემდეგ განქორწინებული ნებისმიერ ფორმატში, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„ახლა მსჯელობენ, ვინ დაბრუნდება პოლიტიკურად ყოფილებთან, ხოლო დანარჩენ ყოფილებს ვინ დაუპირისპირდება. ეს არის მათი პოლიტიკური თამაში, რასაც ქართველი ხალხი არ აჰყვება, რა ქულაც არ უნდა დაწერონ, ჯამი მაინც ნული იქნება“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.