გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციაში მიდის ხოცვა-ჟლეტა, ვინ გაინაწილებს 30-35 მანდატს
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანის, დეპუტატ გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ოპოზიციაში მანდატებისთვის ბრძოლა მიმდინარეობს.
როგორც მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციას არჩევნებში, საერთო ჯამში, სავარაუდოდ 30-35 მანდატი ექნება და ოპოზიციის წარმომადგენლები სწორედ ამ მანდატების განაწილებას ცდილობენ.
„არ შეიძლება, რადიკალური ოპოზიციის ამომრჩეველმა ხუთ პარტიას მისცეს ხმა. ერთ ამომრჩეველს ერთი ხმა აქვს. 5 ნომერი გადალახავს, ეს ვიცით და 5 ნომრის ამომრჩეველი ერთ ხმას როგორ გაანაწილებს ახლებზეც, ძველებზეც, „ლელოზეც“, ელისაშვილზეც? ვერ გაანაწილებს. ამიტომ ვამბობ, რომ 30-35 მანდატთან დაკავშირებით, რაც არის, სავარაუდოდ, ოპოზიციისთვის, მიდის ახლა ხოცვა-ჟლეტვა, ვინ გაინაწილებს ამ მანდატს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.