გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციაში კონფიგურაცია კარგად ლაგდება, ოპოზიციონერი ლიდერები კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ ერთიანდებიან ერთი მიზნით, რომ საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნას
ოპოზიციონერი ლიდერები კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ ერთიანდებიან ერთი მიზნით, რომ საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნას, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, ოპოზიციაში კონფიგურაცია კარგად ლაგდება.
„ყველა მათგანს ხელში ისევ ლგბტ დროშა უჭირავს, მათ ეს დროშა ეროვნულით არ შეუცვლიათ. არავის უთქვამს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა არასწორია, რომელიც გვავალდებულებს ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას. ეს ყველაფერი „კარგად“ ლაგდება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.