გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციაში აღიარებენ, რომ არ იქნება საუბარი საერთო სიაზე, თუმცა ქარტიას რატომ აწერენ ხელს, თავად არ იციან, ომის ქარტიას არანაირი მნიშვნელობა არ ექნება, არჩევნები წაგებული აქვთ
სალომე ზურაბიშვილთან ოპოზიციის წარმომადგენლები ბევრჯერ შესულან და ისე გამოსულან. ამ ქარტიის მიზანიც ეს არის, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, ოპოზიციაში თავად აღიარებენ, რომ არანაირ საერთო სიაზე არ იქნება საუბარი, თუმცა ამ ქარტიას რატომ აწერენ ხელს, თავად არ იციან.
„ეს არის მორიგი მცდელობა და რაც ზურაბიშვილს დაავალეს, იმას აკეთებს, ამათაც დაურეკეს, მიბრძანდით და ხელი მოაწერეთო. ამ ომის ქარტიას არანაირი მნიშვნელობა არ ექნება, რადგან არჩევნები წაგებული აქვთ ცალ-ცალკეც და ერთიანად“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.