გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციას პოპულარობა არ აქვს, ტრიბუნასთან ხშირად ვერ გამოდის და ახლა კომისიის შექმნა მოითხოვეს, როგორმე ზედაპირზე რომ გამოჩნდნენ
გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციას პოპულარობა არ აქვს, ტრიბუნასთან ხშირად ვერ გამოდის და ახლა კომისიის შექმნა მოითხოვეს, როგორმე ზედაპირზე რომ გამოჩნდნენ

ოპოზიციამ რაც პარლამენტში დაიწყო სიარული, მიხვდა, რომ რეგლამენტით რაღაც უფლებები აქვს, პოპულარობა არ აქვთ, ტრიბუნასთან ვერ გამოდიან, კანონპროექტები ხშირად ვერ შემოაქვთ და ახლა კომისიის შექმნა მოითხოვეს, რომ როგორმე ზედაპირზე გამოჩნდნენ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილს კითხვა დაუსვეს, რომლის მიხედვითაც, პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დავით კეზერაშვილის დაცვას ცდილობს.

„„ქოლცენტრებთან“ დაკავშირებით არაფერი იციან, იმის გარდა, რომ მისტერ ოფშორი აღიარებულია დამნაშავედ და უნდათ, რომ საქართველოში რაღაც საცეცები მოძებნონ. ანუ, ჩვენ კეზერაშვილს ვიცავთ BBC-სგან? რა კარგი ფორმულა დაალაგა გახარიას პარტიამ. ამ დონემდე თუ დავიდნენ და მეტი არგუმენტი არ გააჩნიათ, მათ ვეთანხმები და ამას წინასაარჩევნოდ გამოვიყენებთ“, – განუცხადა მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს.