გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციას პარლამენტში ადგილები უნდა და ბრძოლა მიდის, მათი გაერთიანება საპნის ბუშტივითაა, დესტრუქციის გარდა, არაფერი აქვთ საერთო
ოპოზიციას პარლამენტში ადგილები უნდა და ბრძოლა სწორედ ამისკენ მიდის, მათი პატრონები 5-ნომრიან სიაში ვის ჩასვამენ, ამაზე მიდის დავა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის განცხადებით, აღნიშნულ ადამიანებს, დესტრუქციის გარდა, არაფერი აქვთ საერთო.
„სწორედ ამიტომ უნდათ, მიტინგზე წარმოჩინდნენ წამყვანად და პარლამენტში იჩხუბონ. მათი გაერთიანება საპნის ბუშტივითაა. მათ, დესტრუქციის გარდა, არაფერი აქვთ საერთო. მათი მიზანია საპარლამენტო სიაში ჩასმა და ამას არც მალავენ. მათ ქვეყანაში არანაირი დესტრუქციის საშუალება არ ექნებათ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.