გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციას ისეთი ტემპი აქვს აღებული, საპარლამენტო არჩევნებზე იმდენი პოლიტიკური ლიდერი არ იქნება, რამდენიც პარტია
გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციას ისეთი ტემპი აქვს აღებული, საპარლამენტო არჩევნებზე იმდენი პოლიტიკური ლიდერი არ იქნება, რამდენიც პარტია

ოპოზიციას ისეთი ტემპი აქვს აღებული, საპარლამენტო არჩევნებზე იმდენი პოლიტიკური ლიდერი არ იქნება, რამდენიც პარტია, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

აღნიშნული კომენტარით მაჭარაშვილი ნიკა მელიას მიერ საარჩევნო ნომრის დაანონსებას გამოეხმაურა.

„მათი ამომრჩეველი კიდევ ერთხელ დარწმუნდება, რომ მთავრობა, ქვეყანა, ამხელა სახელმწიფო კი არა, ოჯახიც არ უნდა ანდონ. ამიტომ იქნება მეტი ოპოზიციური პარტია და ნაკლები პოლიტიკური ლიდერი. ნიკა მელიაც ამ ყველაფრის ნაწილია და ალბათ ვიღაცასთან გაერთიანდება, თუმცა ჯერ პოლიტიკური ჭინთვები აქვს. ალბათ მათივე პატრონების ბრძანებით გაერთიანდებიან, მაგრამ, 5 ნომრის გარდა, ოპოზიციიდან ბარიერს ვერავინ გადალახავს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.