გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციაში აცხადებენ, წავლეკავთ ხელისუფლებასო, პარალელურად ამბობენ, დეიდებო, ბიძიებო, დაგვეხმარეთ, საარჩევნო ბარიერი ხუთი პროცენტიდან ორ პროცენტამდე ჩამოწიეთო
გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციაში აცხადებენ, წავლეკავთ ხელისუფლებასო, პარალელურად ამბობენ, დეიდებო, ბიძიებო, დაგვეხმარეთ, საარჩევნო ბარიერი ხუთი პროცენტიდან ორ პროცენტამდე ჩამოწიეთო

ოპოზიცია ბარიერთან დაკავშირებით სასაცილო მდგომარეობაში იგდებს თავს, ამბობს, წავლეკავთ ხელისუფლებას, ხელისუფლებაში მოვდივართო და ამის პარალელურად ამბობენ, დეიდებო, ბიძიებო დაგვეხმარეთ, იქნებ საარჩევნო ბარიერი ხუთი პროცენტიდან ორ პროცენტამდე ჩამოწიოთ, რომ პარლამენტში რამდენიმე კაცი მაინც მოვხდეთო, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, ოპოზიციას მოქალაქეების მხარდაჭერა არ აქვს.

„ოპოზიციას აქვს ასეთი ალოგიკური შედარებები. გინახავთ სადმე, ხუთპროცენტიან ბარიერგადალახული პარტია ხელისუფლებაში მოვიდა? ოპოზიციას არც საზოგადოების მხარდაჭერა აქვს და არც მათი პატრონები უჭერენ უკვე მხარს. ოპოზიციაში სადარდებელი დარჩათ, რომ ვინმეს შეეკედლონ, რათა სიაში მოხვდნენ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.