გურამ მაჭარაშვილი - ნიკა მელიამ კარგად იცის, რომ დედაქალაქის მერის არჩევნებს ვერ მოიგებს და წინასწარ აანონსებს რაღაც კოალიციურ მთავრობას
ნიკა მელიამ ჯერ არჩევნები მოიგოს და კოალიციურ მთავრობაზე შემდეგ ისაუბროს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.
ნიკა მელიამ გუშინ ერთ-ერთი მედიის ეთერში გააკეთა განცხადება, რომ აპირებს, უახლოეს დღეებში დაასახელოს დედაქალაქის კოალიციური მთავრობა.
მისი თქმით, ნიკა მელიამ ჯერ არჩევნები უნდ ამოიგოს და შემდეგ გააჟღეროს ინიციატივები.
„მელიამ კარგად იცის, რომ დედაქალაქის მერის არჩევნებს ვერ მოიგებს და წინასწარ აანონსებს რაღაც კოალიციურ მთავრობას. ეს მეთოდები არ გაუვა, რადგან გაცვეთილია. მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნის ფონზე უნდა, რომ თავადაც იტივტივოს პოლიტიკურ ზედაპირზე და რაღაც კოალიციური მთავრობები მოიგონა. ჯერ არჩევნები მოიგოს და შემდეგ ისაუბროს სხვა ინიციატივებზე“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.