გურამ მაჭარაშვილი - ნიკა მელია რასაც ამბობს, იმის საწინააღმდეგოს აკეთებს, გირაოს არ გადავიხდიო და გადაიხადა, წავალ პარტიიდანო და არ მიდის, შეიძლება, პარტიიდან, რომ გაუშვან, ისევ დაბრუნდეს
ნიკა მელია რასაც ამბობს, ყველაფერს იმის საწინააღმდეგოდ აკეთებს, ამბობდა, გირაოს არ გადავიხიო და გადაიხადა, არ ჩავჯდებიო და ჩაჯდა, წავალ პარტიიდანო და არ მიდის, შეიძლება, პარტიიდან, რომ გაუშვან, ისევ დაბრუნდეს, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„ყოფილ თუ ახლანდელ „ნაცმოძრაობაში“, სამწუხაროდ, ეს რეალობაა, თავის წარმომადგენლებს აგზავნიან მეორე მხარესთან და ეუბნებიან, რომ ნახე სააკაშვილის სოფო და ლაპარაკში შეაპარე, რომ მელიამ ხაბეიშვილთან ნალაპარაკები კეზერაშვილთან მიიტანა. თუ სოფო ვერ ნახე, მაშინ მელიას ბაჩო დოლიძე ნახე და სოფოსთან ნალაპარაკები კეზერაშვილთან ჩაიტანე. თუ ვერაფერი გაიგეს, მერე სააკაშვილი ეუბნება მათ ამას ყველაფერს უკუღმა. ეს რეალობაა „ნაცმოძრაობაში“.
ნიკა მელია რასაც ამბობს, ყველაფერს იმის საწინააღმდეგოდ აკეთებს. ადრე ამბობდა, რომ გირაოს არ გადავიხიო და გადაიხადა; არ ჩავჯდებიო და ჩაჯდა; არ გამოვალო და გამოვიდა. ახლა – წავალ პარტიიდანო და არ მიდის. შეიძლება, პარტიიდან რომ გაუშვან, მერე ისევ დაბრუნდეს. ეს ადამიანი არაადეკვატურია, და არა მხოლოდ ის. არაფორმალურ მმართველობას რაც შეეხება, თუ შეიძლება, იყოს ორგანიზაცია, რომელსაც არაფორმალური მმართველები ჰყავს, ეს „ნაციონალური მოძრაობაა“. აბა ვინაა, არაფორმალური მმართველია სააკაშვილი, კეზერაშვილი, მერაბიშვილი. იმდენი არაფორმალური მმართველი ჰყავთ, რომ უკვე დაავიწყდათ, ფორმალური ვინ არის“,- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში დაწერა: „არ და ვერ ვიქნები იქ, სადაც იქნება არაფორმალური მმართველობა, სადაც იქნება ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მავნე გავლენა“.