გურამ მაჭარაშვილი - ნიკა მელია დილემის წინაშე დააყენეს, გამოვა, ვაია, არ გამოვა - ვუია
ნიკა მელიას ბოლოდროინდელ კომენტარებს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ მასზე გადატეხეს ჯოხი. ის არის გულგატეხილი და მიხვდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან გამოყენებულია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ამ შემთხვევაში, ნიკა მელია დილემის წინაშე დააყენეს, გამოვა ვაია, არ გამოვა – ვუია.
„რაც შეეხება „ლელოს“ მოწადინებას, რომ რაღაცნაირად მისი გამოსვლის მესამე კარი გამოიგონოს, ეს ეწინააღმდეგება იმ პოლიტიკურ შეთანხმებას, რომელსაც თავად „ლელომ“ ხელი მოაწერა. „ქართული ოცნება“ ლოიალურად თუ ვიქცევით ნებისმიერი მოქალაქის ან პარტიის მიმართ, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან გატარებული არ იქნება ის, რომ ევროკავშირისა და ამერიკის მედიაციით დოკუმენტზე ხელმოწერა არ შეასრულონ. საქართველოში ამერიკის ელჩისა და ევროპარლამენტარების კომენტარები ვნახეთ, რომ ქვეყანა ვერ გადაყვება ნიკა მელიას გადაწყვეტილებას – გამოვა თუ არა ციხიდან. ნიკა მელიას საკითხი აბსოლუტურად არ არის პრიორიტეტული არა მხოლოდ ქართული საზოგადოებისთვის, არამედ საერთაშორისო პარტნიორებისთვის იმ დონეზე, თუ თავად არ მიიღებს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.