გურამ მაჭარაშვილი - ნიკა გვარამიამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა და თქვა, ისევ ის „ნაცი“ ვარ, ხუჭუჭა, პატარა
გურამ მაჭარაშვილი - ნიკა გვარამიამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა და თქვა, ისევ ის „ნაცი“ ვარ, ხუჭუჭა, პატარა

ნიკა გვარამიამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა და თქვა, ისევ ის „ნაცი“ ვარ, ხუჭუჭა, პატარა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „ხალხის პარტიის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა.

როგორც გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, ოქტომბერში „ნაცმოძრაობა“, როგორც პოლიტიკური რეჟიმი, აუცილებლად დამარცხდება.

„გვარამიას ახალი სახე არა, მაგრამ ტანსაცმელი ექნება, რაც მასში შეიძლება, სიახლე იყოს. ამ ადამიანმა ისიც კი ვერ შეძლო, რომ საზოგადოებას მისი ნეგატივისგან დაესვენა და შემდეგ იმ პრინციპით ემოქმედა, ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია. გვარამიამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა და თქვა, ისევ ის „ნაცი“ ვარ, ხუჭუჭა, პატარა. ჩვეულებრივი „ნაცი“ იყო და არის. ერთი მედლის ორი მხარე არიან – სააკაშვილი, გვარამია და ა.შ. ოქტომბერში „ნაცმოძრაობა“, როგორც პოლიტიკური რეჟიმი, აუცილებლად დამარცხდება და მოვითხოვთ, მათი, როგორც პოლიტიკური რეჟიმის გასამართლებას“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.