გურამ მაჭარაშვილი - ნებისმიერ თავმოყვარე ქვეყანაში არ შეუშვებდნენ ადამიანებს, ვინც ქვეყნის სუვერენიტეტს პატივს არ სცემენ, სტუმართმოყვარეობაც ვიცით და პასუხიც
გურამ მაჭარაშვილი - ნებისმიერ თავმოყვარე ქვეყანაში არ შეუშვებდნენ ადამიანებს, ვინც ქვეყნის სუვერენიტეტს პატივს არ სცემენ, სტუმართმოყვარეობაც ვიცით და პასუხიც

ჩვენ სტუმართმოყვარეობაც ვიცით და პასუხიც. ვიცით, რას ნიშნავს სტუმარი და მტერთან როგორ უნდა ურთიერთობა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

დეპუტატი გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის პარლამენტთა საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეების ვიზიტს და აღნიშნა, რომ „ამ ადამიანებს ოპოზიციასთან პირდაპირი კავშირი აქვთ“.

„ნებისმიერ თავმოყვარე ქვეყანაში ამ ადამიანებს, სულ მცირე, არ შეუშვებდნენ, რადგან ეს ხალხი საქართველოს და მის საზოგადოებას ლანძღავს, ქვეყნის სუვერენიტეტს პატივს არ სცემენ. ჩვენ სტუმართმოყვარეობაც ვიცით და პასუხიც. ვიცით, რას ნიშნავს სტუმარი და მტერთან როგორ უნდა ურთიერთობა. ამ ადამიანებს ოპოზიციასთან პირდაპირი კავშირი აქვთ. ვნახეთ, რომ ჩამოვიდნენ და ჩაეხუტნენ იმ რადიკალებს, ვინც საქართველოს დამონებას ითხოვენ“, – აცხადებს მაჭარაშვილი.