გურამ მაჭარაშვილი - „ნამახვანჰესზე“ აღარ გვესმის მოთხოვნები, ისმის ულტიმატუმები, ჩნდება  ეჭვები, რომ აქცია არ არის მხოლოდ ჰესთან დაკავშირებით, პოლიტიკურ ნიშნებს იძენს
გურამ მაჭარაშვილი - „ნამახვანჰესზე“ აღარ გვესმის მოთხოვნები, ისმის ულტიმატუმები, ჩნდება ეჭვები, რომ აქცია არ არის მხოლოდ ჰესთან დაკავშირებით, პოლიტიკურ ნიშნებს იძენს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით უკვე არა მოთხოვნები, არამედ ულტიმატუმები ისმის.

მისივე თქმით, დედაქალაქის პარალიზებაზე ულტიმატუმი ნიშნავს, რომ აქციის მონაწილეებს არგუმენტები აღარ აქვთ და კანონმდებლობას სცდებიან.

გურამ მაჭარაშვილის განმარტებით, თუ ვინმეს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა არ აწყობს, ეს რუსეთია.

„ნამახვანჰესზე“ მოთხოვნები აღარ გვესმის, ისმის ულტიმატუმები. როცა სახელმწიფოს უყენებ ულტიმატუმს, რომ დედაქალაქის პარალიზებას და ქვეყნის ჩამოქცევას დააპირებ, ეს იმას ნიშნავს, რომ არგუმენტები უკვე არ გაქვს და კანონმდებლობიდან გადიხარ.

საუბარია დიდ ინვესტიციაზე, ქვეყნის ენერგო დამოუკიდებლობაზე და თუ ვინმეს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა არ აწყობს, ესაა რუსეთი. სხვა შემთხვევაში, ენერგოდამოუკიდებლობისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს. მკვეთრად ვემიჯნებით იმას, რომ ინვესტირებისას რომელიმე მოქალაქის უფლება დაირღვეს, გარკვეულია ბევრი საკითხი. ჩნდება  ეჭვები, რომ ეს არ არის აქცია მხოლოდ ჰესთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, პოლიტიკურ ნიშნებს იძენს. ქვეყნისთვის ბევრი უნდა გქონდეს გაკეთებული, რომ ასეთი ულტიმატუმები წააყენო“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.