გურამ მაჭარაშვილი - „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველს ახლა გასარკვევი აქვს, ნიკა მელია პარტიიდან ოფიციალურად არის თუ არა გარიცხული, 2024 წელს ამ პარტიას თავად ხალხი გარიცხავს პოლიტიკიდან
გურამ მაჭარაშვილი - „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველს ახლა გასარკვევი აქვს, ნიკა მელია პარტიიდან ოფიციალურად არის თუ არა გარიცხული, 2024 წელს ამ პარტიას თავად ხალხი გარიცხავს პოლიტიკიდან

„ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველს პარტიის შიგნით არსებული დაპირისპირება არ ეყოფოდა და ახლა ის აქვთ გასარკვევი, ნიკა მელია პარტიიდან ოფიციალურად არის თუ არა გარიცხული, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, 2024 წელს „ნაცმოძრაობას“ თავად ხალხი გარიცხავს პოლიტიკიდან.

„მელია ან გარიცხულია, ან საშემოდგომო აქვს გამოყოლებული, ჯერ არ გაურიცხავთ და რაღაც ვადა მისცეს, ან ლევან ხაბეიშვილმა გარიცხა და გიორგი ბარამიძემ ისევ დააბრუნა – ეს არის მათი რეალური დღის წესრიგი. კარგია, ასე გააგრძელონ. 2024 წელს „ნაცმოძრაობას“ თავად ხალხი გარიცხავს პოლიტიკიდან, რაც იქნება სწორი“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.