გურამ მაჭარაშვილი - „ნაცმოძრაობა“ ხავსს ებღაუჭება, როგორმე პარლამენტის პირველ სხდომამდე და, მაქსიმუმ, ახალ წლამდე რადიკალური პროცესები წამოიწყოს, მაგრამ მათივე ამომრჩეველი უარს ეუბნება
რაც უფრო ახლოვდება პარლამენტის პირველი სხდომა, მით უფრო ჩქარობს რადიკალური ოპოზიცია, იქნებ როგორმე ხალის რაოდენობა გაზარდოს აქციებზე. ჩვენ ვიცით და გვაქვს ინფორმაცია, რომ ისინი ძალიან დიდ ფულს ხარჯავენ, მათ შორის რეგიონებიდან თავიანთი აქტივისტების ჩამოსაყვანად, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, ოპოზიცია ახლა ცდილობს, როგორმე ქვეყანაში სიტუაცია არიოს.
„ჩვენ კარგად ვიცით, რომ „ნაცმოძრაობის“ ძირითადი ლეგიტიმაციის მიმცემი წყარო სადაც იყო, იქ უკვე რადიკალურად შეიცვალა პოზიციონირება. ახლა „ნაცმოძრაობა“ ხავსს ებღაუჭება, რომ როგორმე პირველ სხდომამდე და, მაქსიმუმ, ახალ წლამდე რაღაც რადიკალური პროცესები წამოიწყოს, მაგრამ, აბსოლუტურად ლოგიკურად, მათივე ამომრჩეველი უარს ეუბნება. ისინი იყენებენ თავიანთ ამომრჩევლებს, ეუბნებიან წინასაარჩევნოდ, გამოდით, ხმა მოგვეცით, პარლამენტში შეგვიშვითო და მერე პარლამენტში აღარ შედიან. ახლა ეუბნებიან, ჩვენ თბილად ვიქნებით, ვიმორიგევებთ სცენაზე და თქვენ 24 საათი გაიყინეთ და კარვებში იყავითო. ეს ხალხი მოწოდებულია, როგორმე არიონ სიტუაცია“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.