გურამ მაჭარაშვილი - „ნაცმოძრაობა“ ბევრ ნაწილად იშლება, თან სურთ, რომ ცალ-ცალკე იყვნენ, მაგრამ ამბობენ, რომ რაღაც ერთი იდეა აქვთ, ვერ ამბობენ, რას ემიჯნებიან
„ნაცმოძრაობა“ ბევრ ნაწილად იშლება, თან სურთ, რომ ცალ-ცალკე იყვნენ, მაგრამ ამბობენ, რომ რაღაც ერთი იდეა აქვთ, ვერ ამბობენ, რას ემიჯნებიან, ხუთ ნომერს? – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პარტიებს „ახალი“, „ლელო“, „გირჩი ჯაფარიძე“, გახარია და ა.შ. ხალხი აღიქვამს, როგორც დაშლილ „ნაცმოძრაობას“.
„გასაგებია, რომ ხალხში არ მიესვლებათ და შეხვედრებიდან აგდებენ. საზოგადოებას ეუბნებიან, როცა ერთიანი ვიყავით და რაც დაგაკელით ბიზნესის რეკეტის, ომის თვალსაზრისით, ახლა ამის უფლება ცალ-ცალკე მოგვეცით და იმ უბედურებას გავაგრძელებთ, რასაც ერთად ვაკეთებდითო. გიგი წერეთელი ამბობდა, გამარჯვების ფორმულა „ნაცმოძრაობა“ ვერ იქნებაო და ახლა იმ ვაგონში შეხტა, რომელიც პარლამენტში შეიყვანს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.