გურამ მაჭარაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დასტვენილები დადიან, ხან პრემიერთან მიდიან, ხან ლიდერებთან, ვფიქრობ, ამას სათანადო პასუხი უნდა გაეცეს, რადგან კანონის წინაშე ყველა თანაბარია
მამუკა მდინარაძესთან დაკავშირებული ინციდენტი იმის უტყუარი მტკიცებულებაა, რომ ამ ხალხს მეტი არაფერი დარჩა, ჯგუფ-ჯგუფად დაიშალნენ და ლიდერებს ხან სახლში, ხან სტუდიაში მიუვარდნენ, უსტვინონ, როგორც ჩანს, უკვე თავიანთი მარცხით დაუსტვინეს, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ინციდენტს სათანადო პასუხი უნდა გაეცეს, რადგან კანონის წინაშე ყველა თანაბარია.
„ასეთი დასტვენილები დადიან, ხან პრემიერთან მიდიან, ხან ლიდერებთან. მგონია, ამას სათანადო პასუხი უნდა გაეცეს, რადგან კანონის წინაშე ყველა თანაბარია“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ამასთან, გურამ მაჭარაშვილის თქმით, პატიმარმა მიხეილ სააკაშვილმა ყველაფერი გააკეთა, რათა „ნაცმოძრაობის“ გამარგინალება დაწყებულიყო, ეს ბოლომდე მიიყვანა და შემდეგ ლევან ხაბეიშვილის არჩევით საკონტროლო გასროლა მოხდა, რითიც პრაქტიკულად დასრულდა ომის პარტია.
„ესენი ვერც პარლამენტში ჩერდებიან, ვერც ქუჩაში და ვერც საერთაშორისო ასპარეზზე გააკეთეს რამე. ეს არის კარგი სახელმწიფოსთვის, რადგან ბოლოს და ბოლოს ნორმალური ოპოზიცია ჩამოყალიბდება და 2024 წლის არჩევნებისთვის მოემზადება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანს, მამუკა მდინარაძეს „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ტელეკომპანია „იმედთან“ დახვდნენ და დაუპირისპირდნენ.