გურამ მაჭარაშვილი - მოცემულობაა, რომ „პრიგოჟინის პარტიის“ დასასრული 2024 წლისთვის გარდაუვალი იქნება
გურამ მაჭარაშვილი - მოცემულობაა, რომ „პრიგოჟინის პარტიის“ დასასრული 2024 წლისთვის გარდაუვალი იქნება

მოცემულობაა, რომ „პრიგოჟინის პარტიას“ დასასრული ძალიან მალე ექნება, ეს 2024 წლისთვის გარდაუვალი იქნება, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

როგორც გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, სტრასბურგის სასამართლოს მიერ აღიარებულია, რომ სააკაშვილის ხელმძღვანელობით „ნაციონალური მოძრაობა“ სიცოცხლეს უსპობდა მოქალაქეებს, ადამიანებს ქონებას ართმევდა და ჯანმრთელობას აზიანებდა.

„სტრასბურგის სასამართლოში მათი ხელისუფლების წინააღმდეგ ათობით საქმე იყო. მათი პოლიტიკური ლიდერები დღემდე საზოგადოებას, პოლიციას სიძულვილის ენით ემუქრებიან. ამას დღემდე აკეთებენ, არათუ წარსულს ინანიებენ. იმუქრებოდნენ, სულს ამოგხდითო, დღეს ისევ ემუქრებიან ადამიანებს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.