გურამ მაჭარაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ ისე დაიშალა, ელიავაზე თუ ჩაიბარებენ და სააკაშვილს მისავე დაფუძნებული პარტიისთვის თანხებს ნაწილ-ნაწილ მისცემენ
ვხედავთ, რომ პატიმარი სააკაშვილი რეალობაში ვერ ცხოვრობს და რაღაც ილუზიები აქვს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე დაშლილია.
„„ნაციონალური მოძრაობა“ ისე დაიშალა, რომ მას ელიავაზე თუ ჩაიბარებენ და სააკაშვილს მისავე დაფუძნებული პარტიისთვის თანხებს ნაწილ-ნაწილ მისცემენ. ვხედავთ, რომ პატიმარი სააკაშვილი რეალობაში ვერ ცხოვრობს და რაღაც ილუზიები აქვს. ახლა „ვარდების რევოლუცია“ გაახსენდა, მანამდე ქართულ პოლიტიკაში მოსვლა დაანონსა, სულ მანამდე თავის თავს მხოლოდ უკრაინაში ხედავდა. შემდეგ პოზიცია შეცვალა და ისევ რადიკალიზმს დაუბრუნდა. ამ მანიფეტსაც ისეთივე ბედი აქვს, როგორიც იმ წინაპირობებს ჰქონდა, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ გაერთიანებაზე წამოაყენა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.