გურამ მაჭარაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობას“ 300-კაციანი პოლიტსაბჭო ჰყავს, თავიანთი ბელადის აქციებზე კი 200 კაცამდე ვერ გამოჰყავთ, რადგან საზოგადოებას არ უნდა არეულობა, მით უმეტეს, ომი
მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თვითლიკვიდაციის პროცესი ბოლო ეტაპზეა გადასული.
მისივე თქმით, როცა პარტიის პირადი ფინანსური უზრუნველყოფისთვის გამოყენება ხდება, ეს პოლიტიკურ დასასრულს ნიშნავს.
„პრაქტიკულად, „ნაციონალური მოძრაობის“ თვითლიკვიდაციის პროცესი გადასულია ბოლო ეტაპზე, რასაც თავად ლიდერები არ უარყოფენ, მათ შორის ხატია დეკანოიძის განცხადებაც კმარა, რომ ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ აზრი არ აქვს არაფერს. მას ვეთანხმები, რადგან ამ ე.წ. პოლიტიკური პარტიის ლიკვიდაცია და დასასრული რაც მალე მოხდება, მით უკეთესი იქნება. „ომის პარტიის“ მიტაცების ინტერესი აქვთ როგორც კეზერაშვილს, ასევე მერაბიშვილს. ეს იმის ნიშანია, რომ ე.წ. პოლიტიკური პარტია არავის აღარ სჭირდება პოლიტიკისთვის და ხალხისთვის, მით უფრო – სახელმწიფოსთვის. ფულიან კეზერაშვილსა და მერაბიშვილს ეს სჭირდებათ თავიანთი გავლენის მოსაპოვებლად. როცა პარტიას პირადი ფინანსური უზრუნველყოფისთვის იყენებ, ეს პოლიტიკურ დასასრულს ნიშნავს. ამ პარტიას 300-კაციანი პოლიტსაბჭო ჰყავს, თავიანთი ბელადის აქციებზე კი 200 კაცამდე ვერ გამოჰყავთ, რადგან საზოგადოებას არ უნდა ამ ქვეყანაში არეულობა, მით უმეტეს – ომი“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.