გურამ მაჭარაშვილი - მურმან დუმბაძე ახმოვანებს რადიკალური ოპოზიციის პოზიციას, რადიკალური ოპიზიციის წარმომადგენლებიც პირდაპირ ამბობენ, რომ საქართველომ სტატუსი არ უნდა მიიღოს
მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, მურმან დუმბაძე ახმოვანებს რადიკალური ოპოზიციის პოზიციას, რომლებიც პირდაპირ ამბობენ, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ უნდა მიიღოს.
გურამ მაჭარაშვილი მურმან დუმბაძის ფეისბუქპოსტს გამოეხმაურა.
„ბატონ მურმანთან მაქვს შეკითხვა, როდესაც ამბობდა, რომ მარჯვენა ხელი გაუხმებოდა ხუთიანის შემომხაზავს, ახლა ენის რომელი მხარე გაუხმება, კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ რომ ამბობს, იმ ადამიანს. დღეს ყველამ კარგად ვიცით, რომ ქვეყანა ელოდება კანდიდატის სტატუსს. მურმან დუმბაძე ახმოვანებს რადიკალური ოპოზიციის პოზიციას. ყველამ კარგად ვიცით, რომ, მათ შორის, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებიც პირდაპირ ამბობენ, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ უნდა მიიღოს“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
„გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშია“-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, მურმან დუმბაძემ სოციალურ ქსელში დაწერა: „არ გვეკუთვნის, თუ მაინც მოგვცეს კანდიდატის სტატუსი, ოცი ოცდაათი გარანტირებულია, რაც იქნება კატასტროფა“.