გურამ მაჭარაშვილი - მთავრობის შეცვლით ოპოზიციისთვის არაფერი შეიცვლება, არჩევნები წაგებული აქვთ, ამიტომ ნუ შფოთავენ
მთავრობის შეცვლით ოპოზიციისთვის არაფერი შეიცვლება, არჩევნები წაგებული აქვთ, ამიტომ ნუ შფოთავენ, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, ბუნებრივი პროცესია, როცა გუნდში ერთი ადამიანის მეორით ჩანაცვლება ხდება.
„მთავრობის შეცვლით ოპოზიციისთვის არაფერი შეიცვლება, რადგან არაფერი ეშველებათ. სამწუხაროდ, არც ღარიბაშვილის და არც კობახიძის პრემიერობისას არაფერი ეშველება ოპოზიციას, არჩევნები წაგებული აქვთ. ამიტომ ნუ შფოთავენ. გუნდში როტაციის პრინციპიდან გამომდინარე, გადაწყვეტილება იყო ირაკლი ღარიბაშვილის და ეს ბუნებრივი პროცესია, როცა გუნდში ერთი ადამიანის მეორით ჩანაცვლება ხდება. ირაკლი ღარიბაშვილმა შეუძლებელი შეძლო, რადგან მან ეს თანამდებობა რთულ პერიოდში ჩაიბარა, როცა მოღალატე გახარიამ თანამდებობა რთულ პერიოდში დატოვა. ირაკლი ღარიბაშვილმა უზრუნველყო, რომ ქვეყანა მძიმე პერიოდიდან გამოეყვანა და ახლა არის მშვიდობა, კანდიდატის სტატუსი. ბუნებრივია, ეს გადაწყვეტილება მან მიიღო, ის გუნდში მაღალ პოზიციაზე რჩება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.