გურამ მაჭარაშვილი - მთავარია, აშშ-ის ახალმა ელჩმა ის მავნე პრაქტიკა არ გააგრძელოს, რასაც საქართველოსთან ვასალური დამოკიდებულება და ქვეყნის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთება ჰქვია
ამერიკის ელჩის ბიოგრაფიაზე უფრო მეტად ის გვაინტერესებს, მისი პოზიციები როგორი იქნება საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
როგორც გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, მთავარია, აშშ-ის ახალმა ელჩმა ის მავნე პრაქტიკა არ გააგრძელოს, რასაც საქართველოსთან ვასალური დამოკიდებულება და ქვეყნის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთება ჰქვია.
„დიდი მოლოდინი და იმედი გვაქვს, რომ ის წინა ელჩის პრაქტიკას გაეცნობა, ასევე ჩვენს განცხადებებს, თუ რა გვქონდა პრობლემა. რა თქმა უნდა, ამერიკასთან პარტნიორული ურთიერთობა გვინდა და არა – ვასალური დამოკიდებულება. დიდ იმედს გამოვთქვამთ, რომ ასეთი შეცდომები არ იქნება დაშვებული, სხვა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, საქართველო-ამერიკის ურთიერთობები ვერ იქნება ისეთი, როგორიც უნდა იყოს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.