გურამ მაჭარაშვილი - მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ფონზე, საქართველომ შეძლო, რომ სიმშვიდის შენარჩუნების ხარჯზე ხდება, მათ შორის, ეკონომიკის აღმავლობა, ეს შოკში აგდებს ოპოზიციას და წნევა უწევთ
რადიკალურ ოპოზიციას სურს პროვოკაციები, მათ შორის, სამწუხაროდ, ჩვენი ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსის განმარტებებიც ხელს უწყობს, სახმელეთო გზით შემოდიან რუსეთის მოქალაქეები და, მათ შორის, ეთნიკურად ქართველები, ესეც არ უნდა დაგვავიწყდეს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის ნაწილი ცდილობს, პროვოკაცია მოაწყოს.
„განსხვავება რა არის, ვინც შემოდის ავტომანქანით, თვითმფრინავით და გემით, ეს უნდა ახნან. როდესაც შენ ხარ მიზეზზე, რომ როგორმე პროვოკაცია მოაწყო, ეს მარტივად გასაშიფრია. როდესაც არ გაქვს პრობლემა და არც გქონდა პრობლემა, რომ სახმელეთო გზით რუსეთის მოქალაქეები თავისუფლად გადაადგილდებოდნენ საქართველოში, მათ შორის, ეთნიკურად ქართველები, პრობლემა რატომ გახდა გემით ან თვითმფრინავით შემოსვლა? ეს გაუგებარი არ არის. გასაგებია, ეს ემსახურება პროვოკაციას, რომელიც არ გამოუვათ. მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ფონზე, როდესაც საქართველომ შეძლო, რომ სიმშვიდის შენარჩუნების ხარჯზე ხდება საქართველოში, მათ შორის, ეკონომიკის აღმავლობა, ჩვენი პოლიტიკური ფასის აწევა, ჩვენ გვითვალისწინებენ და ამის შემდეგ უფრო გაგვითვალისწინებენ სხვადასხვა პოლიტიკურ პროცესში, ეს ყველაფერი შოკში აგდებს ოპოზიციას და უკვე წნევა უწევთ, ზოგი რეანიმაციაში მიდის და ზოგი ტრიბუნიდან სახარებისეული სიბრძნით გამოდის, თან შემდეგ ამას ვერ განმარტავს. ცალ ფეხზე მდგომი ბატონის მსახურება მათი ფსიქოლოგიაა და მერე მონებს სხვას ეძახიან. ერთი ამბობს, ცალ ფეხზე უნდა დავდგეთო. მეორე ამბობს, ერთი ბატონი გვყავს და იმას უნდა ვემსახუროთ და ეს ხალხი ამბობს, რომ უნდა ევროპული ღირებულება და დემოკრატია. ეს ხალხი გველაპარაკება ჩვენ, რომ ავტოკრატიაა და ჩვენ დემოკრატია გვქონდაო“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.