გურამ მაჭარაშვილი - მისტერ ოფშორმა დარეკა, დაწერეთ, რომ მელია აღარ არის „ნაცმოძრაობაში“, რა ექნა კლოუნ ხაბეიშვილს, იქვე ხელი მოაწერა, თუმცა მეორე ხელზე ალბათ „ნიჩურიტი“ ჰქონდა
გურამ მაჭარაშვილი - მისტერ ოფშორმა დარეკა, დაწერეთ, რომ მელია აღარ არის „ნაცმოძრაობაში“, რა ექნა კლოუნ ხაბეიშვილს, იქვე ხელი მოაწერა, თუმცა მეორე ხელზე ალბათ „ნიჩურიტი“ ჰქონდა

იმის მერე, რაც გაირკვა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არის ოლიგარქიული მმართველობა და არაფორმალურ მმართველობას თავად ოპოზიციონერები აღიარებენ, ახლა გავარკვიეთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ცისფერი მთებიც ყოფილა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ კარგი პროცესები მიმდინარეობს.

„ოფიციალურად მელიას ვერ რიცხავენ, მაგრამ პირდაპირ ეთერში, როგორც ჩანს, მისტერ ოფშორმა დარეკა, შეუცურეთ მელიას ცარიელი ქაღალდიო, დაწერეთ, რომ მელია აღარ არის „ნაცმოძრაობაშიო“. რა ექნა კლოუნ ხაბეიშვილს და იქვე ხელი მოაწერა. თუმცა, ალბათ მეორე ხელზე „ნიჩურიტი“ ჰქონდა. „ვივამედიდან“ დაურეკავენ თუ კვიპროსიდან, ამის მიხედვით იტყვის, რა მექნა, ხელი მოვაწერე, მაგრამ „ნიჩურიტი“ მქონდაო. თუ იტყვიან, უნდა გაგერიცხაო, ხელი ხომ მოვაწერეო. ეს რეალობაა „ნაცმოძრაობაში“, კარგი პროცესია. ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებში უკვე არის განცდა, რომ 2024 წლისთვის, მათ შორის, ვინც მხარს არ უჭერს სახელისუფლო გუნდს, ნორმალურ ოპოზიციურ პარტიებს მისცენ ხმა და ეს ძალიან კარგია“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ფურცელს, რომელზეც ეწერა, რომ ნიკა მელია პარტიის წევრი აღარ არის, გუშინ პირდაპირ ეთერში მოაწერა ხელი და განაცხადა, რომ ნიკა მელია არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“, აღარ არის პარტიის წევრი.