გურამ მაჭარაშვილი - მამუკა ხაზარაძე საკანონმდებლო საქმიანობაში დიდად ჩართული არ იყო, როგორც ჩანს, მან, როგორც პოლიტიკოსმა, საკუთარი თავი პარლამენტში ვერ დაინახა, სხვა განზომილება ეგონა
გურამ მაჭარაშვილი - მამუკა ხაზარაძე საკანონმდებლო საქმიანობაში დიდად ჩართული არ იყო, როგორც ჩანს, მან, როგორც პოლიტიკოსმა, საკუთარი თავი პარლამენტში ვერ დაინახა, სხვა განზომილება ეგონა

ვამბობდით, რომ პარტიები, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობას“ ვერ ჩამოსცილდებიან, დაზიანდებიანო. როგორც ჩანს, „ლელოს“ ლიდერი ამას მიხვდა, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილება იყო, რომ მან საკუთარი თავი, როგორც პოლიტიკოსმა, პარლამენტში ვერ დაინახა.

„ვამბობდით, რომ პარტიები, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობას“ ვერ ჩამოსცილდებიან, დაზიანდებიანო. როგორც ჩანს, „ლელოს“ ლიდერი ამას მიხვდა, ვინაიდან მამუკა ხაზარაძე არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, პრაქტიკულად, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანდა და მარცხის შემდეგ მიხვდა, რომ მისი პოლიტიკური დასასრული იყო. როგორც ჩანს, პარლამენტის დატოვება აქედან გამომდინარე გადაწყვიტა. მგონი, ხედავდით, რომ ის საკანონმდებლო საქმიანობაში დიდად ჩართული არ იყო, ეს არავის ახსოვს. გაუგებარია, პარლამენტი იმ მიზეზით დატოვო, რომ იქ საქმეს არ გაკეთებინებენ. მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილება იყო, რომ მან თავისი თავი, როგორც პოლიტიკოსმა, პარლამენტში ვერ დაინახა. პრინციპში, ეს სწორია, რადგან პარლამენტი სხვა განზომილება ეგონა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ამასთან, მაჭარაშვილი ამბობს, რომ არ არის მოლოდინი, სხვა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტი მასობრივად დატოვონ.

„რაც შეეხება სხვა დეპუტატებს, არ ველოდები, რომ ისინი პარლამენტს მასობრივად დატოვებენ. პარლამენტში ადამიანი იმიტომ არ მოდის, რომ კომფორტი ნახოს და მისი სიტყვა ბოლომდე გავიდეს. იმიტომ მოდიან, რომ ხალხის ხმა გაახმოვანონ“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

პარტია „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ გუშინ განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტს ტოვებს.