გურამ მაჭარაშვილი - ლობიზმს თუ ქვეყნის სანქცირებისთვის მიმართავ, ეს არის ამაზრზენი და ყველაზე ცუდი, მილიონია გადახდილი, რომ საქართველოს საწინააღმდეგო განცხადებები გაკეთდეს
გურამ მაჭარაშვილი - ლობიზმს თუ ქვეყნის სანქცირებისთვის მიმართავ, ეს არის ამაზრზენი და ყველაზე ცუდი, მილიონია გადახდილი, რომ საქართველოს საწინააღმდეგო განცხადებები გაკეთდეს

საზოგადოებამ გაიგო, რომ არის დაფინანსებები, რის გამოც თანხებს იღებენ, მოქალაქის ინტერესია, იცოდეს, ვინ რაში იღებს თანხებს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის დოკუმენტებთან დაკავშირებით განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, დოკუმენტებმა ბევრს შეუქმნა უხერხულობა.

„გამოქვეყნებულმა კონტრაქტმა, როგორც მინიმუმ, უხერხულობა ბევრს შეუქმნა, მაგრამ საზოგადოება მიხვდა, ვინ რას ჩადიოდა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. სამწუხაროდ, მათ შორის მოხვდა გიორგი მარგველაშვილი, ვინც დიდი აქტიურობით და საზოგადოების მხარდაჭერით არ გამოირჩევა, მაგრამ თუ კითხვები იყო, ეს ადამიანი საკუთარ ქვეყანას რატომ ებრძოდა, საზოგადოებამ გაიგო, რომ არის დაფინანსებები, რის გამოც თანხებს იღებენ. მოქალაქის ინტერესია, იცოდეს, ვინ რაში იღებს თანხებს. ეს კარგად დავინახეთ გამოქვეყნებული დოკუმენტებით. ლობიზმი ჩვეულებრივი პროცესია, მაგრამ ლობიზმს თუ ქვეყნის სანქცირებისთვის მიმართავ, ეს არის ამაზრზენი და ყველაზე ცუდი. მილიონია გადახდილი, რომ საქართველოს საწინააღმდეგო განცხადებები გაკეთდეს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის დოკუმენტების მიხედვით, ერთ-ერთ აქტივობაში, რომელშიც გიორგი მარგველაშვილიც იყო ჩართული, მედიაკომპანიამ მიხეილ სააკაშვილის სახელით 12 000 დოლარამდე თანხა მიიღო.