გურამ მაჭარაშვილი - „ლელოს“ შეიძლება, ერთადერთი სტრატეგია ჰქონდეს, ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა
გურამ მაჭარაშვილი - „ლელოს“ შეიძლება, ერთადერთი სტრატეგია ჰქონდეს, ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა

„ლელოს“ სტრატეგია ვნახეთ, მისი ერთ-ერთი ლიდერი მხილებულია ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს გაშავებაში, სალომე სამადაშვილს ვგულისხმობ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, „ლელოს“ შეიძლება, ერთადერთი სტრატეგია ჰქონდეს, ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა.

„დავით უსუფაშვილი ჩინეთის ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს, რომელიც ჩვენსას აღიარებს, და საფრთხეს უქმნის ქვეყანას. კარგია, როცა რადიკალური ოპოზიცია სახეს აჩენს. „ლელოს“ შეიძლება, ერთადერთი სტრატეგია ჰქონდეს, ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა. რაც შეეხება ე.წ. მარშალის გეგმას, ალბათ ხაზარაძეს მარშლის წოდება უნდა, მივცეთ და დაანებებს თავს ამ გეგმას, რადგან საქართველოში არავის სჯერა იმის, რასაც ხაზარაძე ამბობს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

„ლელოს“ წარმომადგენლები გუშინ პარლამენტში გამართულ შეხვედრას, სადაც ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა დაიწყო, არ დაესწრნენ.