გურამ მაჭარაშვილი - „ლელომ“, გახარიამ რაც უნდა ამტკიცონ, რომ „ნაცები“ არ არიან და მათთან ურთიერთობა არ უნდათ, როცა დღის წესრიგის დადგენა ხდება, ისინი ერთად არიან
გურამ მაჭარაშვილი - „ლელომ“, გახარიამ რაც უნდა ამტკიცონ, რომ „ნაცები“ არ არიან და მათთან ურთიერთობა არ უნდათ, როცა დღის წესრიგის დადგენა ხდება, ისინი ერთად არიან

არაერთგზის გვინახავს რადიკალური ოპოზიციის ე.წ. გაერთიანებები. ამ შემთხვევაში, მათთვის ამ გაერთიანებას, შესაძლოა, უარესი შედეგიც ჰქონდეს, რადგან ცალ-ცალკე ამომრჩეველს შეიძლება, მათთვის უფრო მეტი ხმა მიეცა, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ოპოზიციის გაერთიანების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ამით კიდევ ერთხელ მტკიცდება, რომ რადიკალური ოპოზიცია ერთიანია, ერთი ხის ნაყოფის წარმომადგენლები არიან“.

„საზოგადოებისთვის კარგი იქნება იმის დანახვა, რომ ვითომ სხვადასხვა პოლიტიკური მიმართულებების პარტიები ისევ გაერთიანებული არიან, რაკი მათმა პატრონმა უთხრა, რომ აუცილებელია რევოლუციური სცენარები, არეულობა. პოლიტიკურად განადგურებული რადიკალური პარტიები გინდ შეიტანე და გინდ გამოიტანე პარლამენტსა თუ პოლიტიკაში – გინდ ერთად იყვნენ, გინდ ცალ-ცალკე, ნულს თუ ნულს მიუმატებ, ისევ ნულს მივიღებთ. რაც არ უნდა ამტკიცონ „ლელომ“ და გახარიამ, რომ „ნაცები“ არ არიან, მათთან ურთიერთობა არ უნდათ, როცა შეკრება, დღის წესრიგის დადგენა ხდება, ისინი ერთად არიან. სხვა შემთხვევაში, კარგად ხვდებიან, რომ მათი პატრონები მათ არც დააფინანსებენ და ვერც პარლამენტში შევლენ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაადასტურეს „სტრატეგია აღმაშენებელთან“ მოლაპარაკებები და საარჩევნო ერთობას არ გამორიცხავენ.