გურამ მაჭარაშვილი - კონგრესმენი ამბობს, რომ „მეგობარი აქტი“ თურმე სანქციების შემცველი ყოფილა, სანქციებს ადებენ რუსეთს და მასთან მეგობრობა უნდათ?
კონგრესმენი როდესაც ამბობს, რომ „მეგობარი აქტი“ თურმე სანქციების შემცველი ყოფილა და მეგობრობა უნდათ, მაშინ გვიპასუხოს, სანქციებს რომ ადებს რუსეთს, მეგობრობა უნდათ რუსეთთან? – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, განცხადებები რომლებიც კეთდება საელჩოების თუ სხვა ქვეყნების მხრიდან, მიზნად ისახავს ცოცხალმკვდარი ოპოზიციის გამოფხიზლებას და ჯანზე მოყვანას, რაც ვერც მოხერხდება, რადგან მათ საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა არ აქვთ.
„სახელმწიფოსთან ან მეგობრობა უნდა გინდოდეს, ან არ უნდა გინდოდეს. შესაბამისად, თუ ერთ ხელს გაუწვდი საქართველოს, რომ მეგობარი ხარ და მეორე ხელით სანქციებით და ურთიერთობების გაწყვეტით ემუქრები, ეს არც მეგობარი აქტია და არც არაფერი. კონგრესმენი როდესაც ამბობს, რომ თურმე სანქციების შემცველი მეგობარი აქტი ყოფილა, რომ მეგობრობა უნდათ, მაშინ გვიპასუხოს, სანქციებს რომ ადებს რუსეთს, მეგობრობა უნდათ რუსეთთან? ეს არასწორი და უარგუმენტო ურთიერთობები, დარწმუნებული ვარ, დასრულდება არჩევნების შემდეგ. განცხადებები, რომლებიც კეთდება საელჩოების თუ სხვა ქვეყნების მხრიდან, ერთადერთი მიზნით კეთდება, როგორმე ეს ცოცხალმკვდარი ოპოზიცია გამოაფხიზლონ და რაღაცნაირად ჯანზე მოიყვანონ, რაც ვერ ხერხდება და ვერც მოხერხდება, იმიტომ, რომ მათ საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა არ აქვთ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოსთან დაკავშირებით „მეგობარი აქტი“ მიიღო.