გურამ მაჭარაშვილი - კონგრესმენებმა წაიკითხონ საერთაშორისო დასკვნები, სადაც საქართველოზე პოზიტიური შეფასებებია გამჭვირვალობის თუ შეკრების თავისუფლების თვალსაზრისით
პარტია „ხალხის ძალის“ გენერალური მდივნის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, საქართველოსთან დაკავშირებით საერთაშორისო დასკვნებში პოზიტიური შეფასებებია გამჭვირვალობის თუ შეკრების თავისუფლების თვალსაზრისით.
მაჭარაშვილი კონგრესმენებს ურჩევს, აღნიშნულ დასკვნებს გაეცნონ.
„კონგრესმენები რუსულ კანონპროექტს თუ კითხულობენ, ეს თავიანთ თანაშემწეებს მოჰკითხონ. როცა საუბარია საქართველოსა და იქ არსებულ დემოკრატიაზე, ამხელა ქვეყნის ამხელა კონგრესმენები რომ არიან და მძიმე-წერტილსაც კითხულობენ, მარცხნივ ან მარჯვნივ მაგიდაზე უნდა ედოთ საერთაშორისო დასკვნები საქართველოზე, სადაც ქვეყნის დაწინაურებაზეა საუბარი. შე დალოცვილო, თანაშემწის დაწერილს ერთი ერთში რომ კითხულობ, ჯერ წაიკითხე საერთაშორისო დასკვნები, სადაც ქვეყანაზე პოზიტიური შეფასებებია გამჭვირვალობის თუ შეკრების თავისუფლების თვალსაზრისით“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.