გურამ მაჭარაშვილი - ხელისუფლებას არ პატიობენ, რომ არ დათანხმდა მეორე ფრონტის გახსნას და მისი უკანონოდ შეცვლა უნდათ, ადვილი მისახვედრია, რა სურს „გლობალური ომის პარტიას“
ხელისუფლებას არ პატიობენ, რომ არ დათანხმდა მეორე ფრონტის გახსნას და მისი უკანონოდ შეცვლა უნდათ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, ადვილი მისახვედრია, რა სურს „გლობალურ ომის პარტიას“, რომლის შემსრულებელიც, სამწუხაროდ, ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაციაა.
„ხელისუფლება ვინაიდან არ დათანხმდა მეორე ფრონტის გახსნას, არ პატიობენ და ხელისუფლების უკანონოდ შეცვლა უნდათ. სწორედ ამას ემსახურება მოსამართლეების დასანქცირება და იმ „ენჯეოების“ დაფინანსება, რომლებიც „მოლოტოვის კოქტეილებს“ ამზადებენ. ეს ყველაფერი არის მიმართული იმისკენ, რომ საქართველოში არეულობა იყოს. სწორედ ამის სათავეა „გლობალური ომის პარტია“. ადვილი მისახვედრია, რა სურს „გლობალურ ომის პარტიას“, რომლის შემსრულებელიც, სამწუხაროდ, ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაციაა, რომელიც საქართველოსთან მიმართებით არა პარტნიორულ ურთიერთობებში, არამედ ვასალურ დამოკიდებულებაშია. მიაჩნიათ, რომ უპირატესი ქართული კანონმდებლობა კი არ არის, არამედ რასაც ისინი და საქართველოში ამერიკის ელჩი იტყვიან“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.