გურამ მაჭარაშვილი - ხაზარაძეს უთქვამს, კარვებში შემსვლელი არ ვარ, კარავში სხვა შევიდეს და შემდეგ პარლამენტში მე შევალო, ეს არის ხაზარაძის რეალური გეგმა
ხაზარაძეს თავისმა ამომრჩეველმა უპასუხა – მას ყველაფრის გაკეთება სხვისი ხელით უნდა, თავად არაფერში მონაწილეობს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ტრაგიკულია, როცა ასეთი ოპოზიცია გყავს და კომიკურად თუ არ შეხედე, ამ ხალხზე სერიოზულ კომენტარს ვერ გააკეთებ.
„ხაზარაძეს უთქვამს, კარვებში შემსვლელი არ ვარ, კარავში სხვა შევიდეს და შემდეგ პარლამენტში მე შევალო. ეს არის ხაზარაძის რეალური გეგმა. შეგვიძლია, რაღაც ადგილი გამოვუყოთ და სათამაშო პარლამენტი შევუქმნათ – უნდათ, სენატი დაარქვან, უნდათ – კონგრესი. ალბათ ხაზარაძეს რაიმე თანამდებობას მისცემენ, ვაშაძე კი პრემიერობას არავის დაუთმობს. ახალი წლები მოდის და მათზე ხალხი გაერთობა. კი ბატონო, პარალელური მთავრობა, პარალელური ბრიუსელი შექმნან. ეს არის ამ ხალხის ტრაგიკომედია. ტრაგი იმიტომ, რომ ტრაგიკულია, როცა ასეთი ოპოზიცია გყავს და კომედია იმიტომ, რომ თუ კომიკურად არ შეხედე, ამ ხალხზე სერიოზულ კომენტარს ვერ გააკეთებ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
„ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, „ახალი არჩევნების მისაღწევად საჭიროა აქციების გაგრძელება, პარლამენტის დელეგიტიმაცია, „სახალხო პარლამენტის“ ფორმირება და პრეზიდენტ ზურაბიშვილის მოწვევა საპატიო თავმჯდომარედ“.