გურამ მაჭარაშვილი - ხაზარაძე ამტკიცებს, რომ „ნაცმოძრაობას“ ებრძვის, „ნაცმოძრაობის“ ყოფილ თავმჯდომარესთან კი, პოლიტიკური რომანი გააბა, ეს საზოგადოების მოტყუებას ნიშნავს
მამუკა ხაზარაძე ამტკიცებს, რომ „ნაცმოძრაობას“ ებრძვის, თუმცა „ნაცმოძრაობის“ ყოფილ თავმჯდომარესთან პოლიტიკური რომანი გააბა, ეს იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებას ატყუებს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
როგორც გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, რა შანსები აქვს ხაზარაძეს, ამას ყველა ნახავს.
„ხაზარაძეს ისე მიჰყავს საქმე, ჩვენ დაგვაბრალებენ, რომ მის პიარსამსახურს ვხელმძღვანელობთ და ვაფინანსებთ, რათა ისეთი სისულელეები ილაპარაკოს, რომ ჩვენთვის კიდევ უფრო სასიკეთოდ იყოს საქმე. ხაზარაძე ამტკიცებს, რომ „ნაცმოძრაობას“ ებრძვის, თუმცა „ნაცმოძრაობის“ ყოფილ თავმჯდომარესთან პოლიტიკური რომანი გააბა. ეს იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებას ატყუებს. რა შანსები აქვს ხაზარაძეს, ამას ვნახავთ. ახლა მისივე ამომრჩეველიც დაბნეულია. ვეღარ გაარკვიეს, ხაზარაძე „ნაცებთან“ არის თუ ვისთან. თან რომელ „ნაცებთან“ არის, იქაც ხომ გაიყვნენ – 5 ნომერი პრიმა, 5 სეკუნდა, 5 ნომერი ტერცია და ა.შ. რომელი „ნაცი“ ვისთან გაერთიანდება, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მარტივი ფორმულაა – შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი, ანუ, „ნაცმოძრაობა“ არ იცვლება“, – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.