გურამ მაჭარაშვილი - ხაზარაძე ამომრჩეველს წალენჯიხის აყვავებას დაჰპირდა და სჯობს, თვეში ერთხელ მაინც ჩავიდეს, თუ ჰგონია, მოქალაქეებს მოკლე მეხსიერება აქვთ, ძალიან ცდება 
გურამ მაჭარაშვილი - ხაზარაძე ამომრჩეველს წალენჯიხის აყვავებას დაჰპირდა და სჯობს, თვეში ერთხელ მაინც ჩავიდეს, თუ ჰგონია, მოქალაქეებს მოკლე მეხსიერება აქვთ, ძალიან ცდება 

მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, არ გამორიცხავს, რომ რადიკალურ ოპოზიციაში გადაადგილებები მოხდეს.

მაჭარაშვილი გამოეხმაურა „ლელო – საქართველოსთვის“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, სადაც ხაზარაძე ამბობს, რომ ახალი პოლიტიკის, ახალი ძალების გაერთიანების დროა.

როგორც გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, სჯობს, მამუკა ხაზარაძემ შეასრულოს ის, რასაც წალენჯიხის მოსახლეობას დაჰპირდა.

„არ გამოვრიცხავ, რადიკალურ ოპოზიციაში გადაადგილებები მოხდეს და ეს კარგია, რადგან რადიკალური ოპოზიცია შესუსტდება. მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში ცოტა გამოუცდელია და სჯობს, რასაც დაჰპირდა ამომრჩეველს, რომ წალენჯიხა უნდა აეყვავებინა, წალენჯიხაში თვეში ერთხელ მაინც ჩავიდეს და მცირე ობიექტი მაინც გახსნას ფორმალურად.

საზოგადოება ამის შემდეგ დაიჯერებს, რომ ის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უკრაინასაც ააყვავებს. ასეთ დაპირებებს, სჯობს, საქმე მინიმალურად გააკეთოს. მან დაპირება გასცა, რომ წალენჯიხაში სახლსაც იყიდიდა, ბიზნესმენებს ჩაიყვანდა, წალენჯიხა აყვავდებოდა და ამის ნაცვლად, ვხედავთ, რომ წალენჯიხის მერი მცირე ზომის ხიდებს ხსნის და ამბობს, ამით წალენჯიხა წინ მიდისო. ხაზარაძეს თუ ჰგონია, მოქალაქეებს მოკლე მეხსიერება აქვთ, ძალიან ცდება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.